ირემი

__________ 
ველზედა მდგარი ირემი, 
თავსაც დაუხრის ნიავსო, 
ყვავილებს გადაევლება, 
მარგალიტების მძივადო, 
__________ 
ასკილის ყვავილს აკოცებს, 
გვირილას შეშურდებაო, 
ველად გადაშლილ სოკოსა, 
ღრუბელი ესტუმრებაო, 
__________ 
ირემის რქების გარშემო, 
ცას მთვარე მოადგებაო, 
დამალავს ღამე ყვავილებს, 
ირემს ეს ედარდებაო. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
08.05.2018/21:27