მზეო

__________ 
რად მებუტები მზეო, 
ნუთუ გაგიჩნდა ჟანგი, 
დამდგარა მაისის თვეო, 
გულს გასჩენია დარდი, 
__________ 
ავალ მე გორაზე და 
გორას დამხვდება ბარდი, 
თვალს გადავავლებ ზეგანს, 
გულს დამიფარავს ჯანღი, 
__________ 
მთებიდან აღარ ისმის, 
ნასოფლარების ჩქამი, 
აღარც ქვითკირი ტირის, 
მაგრამ კვლავ დაქრის ქარი, 
__________ 
მდინარეშიც კი ვხედავ, 
როგორ დამყვება ლანდი, 
აქ სულ ცხოვრება ფეთქავს, 
წმინდა ნეკრესის მადლით. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
07.05.2018/20:25