სეტყვა

__________ 
სეტყვამ დაფარა ვენახი, 
ნისლმა მოიცვა მთებიო, 
ვაი, იმ კაცის მარჯვენას, 
ვინც გადაბარა ბელტიო, 
__________ 
ვახ, რა ძნელია გლეხობა, 
ვისაც არა აქვს ბედიო, 
მაგრამ სუფთაა გლეხ-კაცი, 
მას არ სჭირდება ძღვენიო, 
__________ 
იმას მოიმკის რასაც თესს, 
არ დასჭირდება ბევრიო, 
სეტყვავ, რად გაუნადგურე, 
საწყალ კაცს, ოფლ ნადენიო, 
__________ 
ვენახს დასტეხე კვირტები, 
და დაუდინე ცრემლიო, 
ცრემლი იმ კაცსაც დაუდის, 
ვენახს ვინც მისცა ფერიო. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
10.05.2018/0:53