სალამურო

__________ 
ფრთა შესხმულო სალამურო, 
მომიყევი შენი დარდი, 
შენ, სიჩუმე არ გიხდება, 
არც შეგშვენის ენას ჩქამი, 
ამოიღე მაგ გულიდან, 
ეგ ტკბილი ხმა გულსაკლავი, 
აღიღინდი ძველებურად, 
არ დაკარგო, კარგო თავი, 
ააცეკვე პურის ყანა 
და დათვალე ცას ვარსკვლავი, 
განა არის სხვაგან განა?! 
შენისთანა მოუბარი! 
აატირე ჩვენი მიწა, 
მოიგონე მთა და ბარი, 
ციდან ღრუბელი გაყარე, 
გაახარე ჩოხოსანი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
14.05.2018/17:08