წავალ დედილო

__________ 
მივდივარ კარგო, სადღაც ეულად, 
არვინ არ მომდევს გვერდზე ბავშვივით, 
ეჰ, ყვავილებიც ისევ ტირიან, 
მე კი მათ ტირილს ვეღარ განვიცდი, 
__________ 
მივდივარ მაგრამ რჩებიან წლები, 
თითქოს და რჩება რაღაც დარდივით, 
მივდივარ კარგო, სადღაც ეულად, 
ამ შარა-გზაზეც ისევ ავტირდი, 
__________ 
შორი გზები მაქვს გადასავლელი, 
შენ კი დამყვები ფიქრში ლანდივით, 
ნუ დამაღონებ კარგო, ეულად, 
ნუ ჩამომახმობ შავი ვარდივით, 
__________ 
წავალ დედილო, ცოტახნით წავალ, 
ნუ შემაყოვნებ ხელი გამიშვი, 
ეჰ, ყვავილებიც ისევ ტირიან, 
მე კი მათ ტირილს ვეღარ განვიცდი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
05.05.2018/01:21