ჩადუნა

__________ 
ქარო, ნუ ამოვარდები, 
ამას გთხოვს მწვანე ჩადუნა, 
ნუ წაულეკავ ღეროებს, 
ნუ მოიქცევი ბავშვურად, 
__________ 
არ აატირო საწყალი, 
თორემ ცოდვას ვერ წაუხვალ, 
ვინც დააღონებს ჩადუნას, 
აბა, ისეთ კაცს რა ვუთხრა, 
__________ 
ამოდი ნაზო ნიავო, 
იმღერე ტკბილი გალობა, 
შენ, ცოდვა არა შეგშვენის, 
გიხდება მხოლოდ კარგობა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
03.05.2018/17:10