თორმეტის ოცდასამი წუთია
__________ თორმეტის ოცდასამი წუთია, ძაღლები ყეფენ, ნისლებს აფრთხობენ, შუა ღამეა, შუა ღამეა, ისევ დაღლილი ფიქრნი მსტუმრობენ. __________ ისე ღრმად მიჭერს კლანჭებს ეს ღამეც, ისიც მიბიძგებს რომ კვლავ ვიფიქრო, შუა ღამეა, შუა ღამეა, რა გავაკეთო? __________ წყაროს წყალს თითებს ძნელად შევუშვერ, და დაღილ თვალებს წუთით მივანდობ, თორმეტის ოცდასამი წუთია, რა გინდა ღამეო, რაღა გიამბო?! __________ 09.02.2019/23:39