*** [ქუჩას ....]


ქუჩას მივყვები ჩაფიქრებული,
მაღლით დამყურებს ცა ფიქრეული;
ვცადე მეფიქრა სხვა ქიმერებზე,
მაგრამ ცა და მე შენ ვერ გელევით.
მაგრამ სადამდე, შემოგევლები,
უნდა გვტანჯავდე, მითხარ, ცას და მე...
ქუჩას მივყვები ჩაფიქრებული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი