ტირის მოგონება!


ტირის მოგონება!

მირბის დროება და ვფიქრობ შენზე
ტირის მოგონება იმ ყველაფერზე
რაზედაც ფიქრი არ მინდა არა
ამდენი იგნორი უბრალოდ კმარა

სულს სენი სჭის განუკურნებელი
და წვიმა მოდის გადაუღებელი
მიკვალავს გრძნობა ძალიან მცივა
მე მხოლოდ შენი ტკივილი მტკივა

ღრუბლებს მეხი უჩანს, სასოება მმარხავს
უფრო მეტიც უთქვამს, უბრალო ნათქვამს
ღიმილი გაღებული შენს მიმართ, მთელავს...
შენი თვალებიდან ოცნება ღელავს

მალულ და დამალულ ცხოვრების ნიღაბს,
მითები დააქვს სწორედ ეს მხიბლავს.
მირბის დროება და ვფიქრობ შენზე 
ტირის მოგონება ამ ყველაფერზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი