შუა ოკეანეში


მგონი, ვიმყოფები შუა ოკეანეში,
დროდადრო მიბნელდება ვხვდები თვალებში,
ნეტავი ვარ, ახლა რომელ მხარეში და
ვერ ვუტყდები თავს, რომ ვკვდები ამ არემარეში.

ლურჯი სივრცე უსასრულოდ გადამექცა,
რაიქნება სხვაფერი მაინც, რომ იყოს ზეცა.
უნაპირობისგან ჰორიზონტი შეიკვეცა,
ლურჯი სივრცე უსასრულოდ გადამექცა.

ღამ-ღამობით თვალებს ვერ ვაშორებ ვარსკვლავებს,
მისით მოჭედილი ცა ოკეანეზე ელვარებს,
ეს სანახაობა ცხოვრებას შეგაყვარებს,
მაგრამ მე უკვე, აღარაფერი მახარებს.

მახსოვს სიკვდილს როგორ არ ვუღებდი კარებს,
მაგრამ ბოლოს მაინც მოსწყდა იახტა რადარებს.=,
ვცდილობ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ბოლომდე იმ ღამეს,
იმ წუთებს, იმ წამებს, რწმენით განატარებს.

ტალღებმა აქეთ იქით შეუტიეს გემბანს,
და ქუხილი ცაზე ხდიდა უფრო მკაცრს ბუნებას.
ვინ აღუდგება ბუნების ნებას,
მაგრამ მე კი გადავრჩი და ვნანობ ამ ქმედებას.

ახლა მინდა ყველაფერი იქ მორჩენილიყო,
და სიკვდილი ადვილი, რომ ყოფილიყო,
ყველა ტალღა ერთდროულად ჩემთან თავმოყრილიყო
და ეს ყველაფერი მარტივად მორჩენილიყო.

მშიერ მწყურვალება არა, ჩემებზე მომკლავს დარდი,
თან წამოსვლის წინ ერთერთს როგორ გავუბრაზდი,
სათითაოდ ყველას ახლა გულში ჩავიკრავდი,
ვეტყოდი ბოლოჯერ, რომ მე შენ მიყვარდი.

შეცდომებს, ხომ ვერ გამოვასწორებ,
მიწად გადაქცევასაც, რომ ვერ შევძლებ ვგონებ.
-ღმერთო ასეთ დროს ნუ მიმატოვებ!
ღმერთო ნუ მიმატოვებ...

გამახსენდა ყველაფერი გრძნობებს რაც მიღძრავდა,
ვერ გადმოვცემ მას, ის იმ ნავზე გაქვავდა
მოკლედ, ჩემი დღე იქ დამთავრდა.
ნეტავ ეს სიზმარი რას ნიშნავდა?..

გოგა ხულორდავა
17 ივნისი 2018 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი