გორვანელი - მწერალი, ფილოსოფოსი

(ლევან გოგაბერიშვილი) დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ზედა გორაში 1995 წლის 1 აგვისტოს. 2009 წელს დაამთავრა ზედა გორას არასრული საშუალო სკოლა (9 კლასი), 2013 წელს - შუა გორას საჯარო სკოლა. 2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 2018 წლის სექტემბერში სწავლა განაგრძო ამავე უივერსიტეტის მაგისტრატურაში ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მიმართულებით. ეწევა სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობას. ცხოვრობს ქუთაისში. საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო 2014 წელს და გაგა გოგრიჭიანთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი ,,ედელვაისი“, რომელშიც 5 წევრი შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში. გამართა პოეზიის არაერთი საღამო 2014-17 წლებში. 20-მდე საუნივერსიტეტო და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 40-მდე სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი. 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული ,,არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში. 2017 წლიდან არის საზოგადოება ,,ქუთაისელის“ წევრი. 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული - ,,ატარაქსია“ და მოთხრობების კრებული - ,,ფაიუმის პორტრეტი“. ამავე წლის დასაწყისში დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი ,,აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია.