გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

დეპეშიდან მაილამდე

ისევ გამოჩნდება გარიჟრაჟზე ჩემი თვალთახედვის მოჩვენება.
თითქოს შეუვალი უკუნითი ჩემთვის შემმუსვრელი ფიქრიაო...
ვხედავ ეს ტიალი დროის ჩარხი ისევ ტრიალებს და არ ჩერდება;
ისინი ცინიკურად მეძახიან –შენი მერანები მიქრიანო.
მე კი მივუყვები ამ ქარავანს, ბრძოლის ჟინი მაქვს და არ ვჩერდები,
ჩემთვის ღმერთის შექმნილ გოლიათთან ბრძოლა სიხარულის მომგვრელია. 
დროის ქარიშხალმა გადიაროს, გამოიდარებს და გავჩერდები.
ვაგლახ, უსასრულო აპათიამ ,,შავ ხვრელს" მყარი თაღი მოანგრია.
მივალ, მივუყვები და მგონია ყოფამ მე დროისამ შემაჩვენა,
ჩემმა წარსულმა კი მე აღმიქვა წამად წარმოდგენილ ხატ–მირაჟად.
გაფერმკრთალდებაო ყველაფერი, თითქოს ჩემმა ფიქრმა შემაჩერა...
ყოფიერება კი ამ წამისა მექცა უნატიფეს აფინაჟად.
ფიქრი არ ჩერდება და განაგრძობს რჩევა დარიგების ხაზთა ვლებას;
დროებითიაო ყველაფერი, რაღა თავში იხლი შენ მომავალს?
მიდი, გაბედეო, მიეძალე შენში გადაკარგულ მედგარ ვნებას...
თავი მოიკალი, გააჩერე დრონი შეუპოვრად მიმავალნი!
მაგრამ მე ამ ფიქრებს უკუვაგდებ,
ბრძოლის ჟინმა სძლია სიკვდილს მარტივს.
მოვწევ სიგარეტს და გადავაგდებ.
ინტერნეტი მიცდის, გავხსნი მაილს...