გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

ვინა ხარ, ადამიანო?

ვინა ხარ, ადამიანო?!
მოვლენილი ხარ ციდან...
იქნებ ფიქრებით მივაგნო
და სული გახდეს წმინდა.
შენი არსების მადლია
მშვენიერება სრული...
ქვეყნად ნამცეციც არ გდია,
რომ არ ჩაბერო სული.
ადამიანო, ვინ მოგცა
განუზომელი გონი?!
მე შენს შემოქმედს ვერ ვლოცავ,
ამის არა მაქვს ღონი.
ქარი გუგუნებს ეზოში,
მთვარე ანათებს ნისლებს...
შენს შთაგონებას, ფრთებს რომ შლი,
სიცოცხლე წამით გივსებს.
ბობოქრობს დროთა ტალღები,
მივყვებით, არვინ არ რჩება...
მეც, დრო მოვა და გავქრები,
კითხვა კი კვლავაც დარჩება.