ასეთია ცხოვრება


ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
არეული სამყარო,
დანგრეული ქვეყანა,
მშიერ–მწყურვალი ხალხი
და მაძღართა გოდება...
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
სისხლიანი თვალები
და ცრემლების დინება...
მხეცი მხეცს სჭამს, კაცი კაცს,
სიძულვილი გროვდება.
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
თრთოლვით ათრთოლებული
ჩვენი ძველი ქვეყანა
სიკვდილ–სიცოცხლის პირას
ებრძოლება ყვარყორნებს.
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
ჩვენი დიდი წარსული,
დღევანდელი ღრეობა!
არ დანდობა და ჩაგვრა,
ჩვენი სუფთა სინდისი...
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
ერი შეუპოვარი,
ყველასათვის ქებული,
ზიზღით თვალდავსებული
კაცთ მოძულნე კრებული!..
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
მედგარი მებრძოლები,
მშიშრები და ლაჩრები...
შადიმანისეულები,
მოღალატე ხარჭები!
ასეთია ცხოვრება,
როცა მოგაგონდება;
არეული სამყარო,
დანგრეული ქვეყანა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი