გორვანელი

მწერალი, ფილოსოფოსი

გარყვნილი სიყვარული

,,სიყვარული განწირულია გარყვნისათვის, რადგან ის ამაღლდეს სრულყოფილებამდე" - ლუკას სახარება - მეხუთე-18

შემმუსვრელ ვნებათა ქარიშხალს,
ძვირფასო, ვაჩუქოთ წუთები...
თოვლიანს ვუყუროთ გარიჟრაჟს,
სივრცეში დავკარგოთ გუნდები.
ვუყუროთ ღრუბელთა ცელქობას,
ქარის და ფიფქების დიალოგს.
როს ზეცა მოიხმობს მეგობარს...
მზის სხივი სიწმინდით კიაფობს.
ძვირფასო, ჩემი მზის ხედვა ხარ...
ჩემი ხარ სიცოცხლის შეგრძნება...
მიყვარხარ, ძვირფასო, მიყვარხარ,
სრულიად სამყარო გეძღვნება.
არ არის სიტყვები საკმარი...
დრო მიდის, მორჩილად მივყვებით...
ცხოვრება გრძელდება და ქარის
გუგუნში - თანდათან ვირყვნებით!...