ლურჯტუჩა ავაზას


წითელ მწველ კაბაში
მოსილი სინაზე,
მახსოვს შემეფეთე
მისის სილამაზე...

ღამით სოფუმფურა
რა გრძნობას მითხზავდი,
ნუთუ შენც გიყვარვარ -
თრთოლვითა გკითხავდი...

თბილოდა ძალიან
და თოვდა სიზმარი,
უთქმელით ვიწვოდი
და მკერდში გიკრავდი...

გეჩურჩულებოდი 
სიყვარულს ბავშვივით,
მის ნაზი მეტყოდი -
მილორდ გთხოვთ - გამიშვით...

გცხვენოდა ფუმფულავ,
მე ხელს არ გიშვებდი,
ნუ წახვალ გეტყოდი -
თორემ შევიშლები...

შემმატე ჭაღარა,
გული იბნიდება,
ნეტაი ვიცოდე
რა გაკისკისებდა...

ფერებად მირქმის და
წამად შეშლილების,
ო თუ არ გიყვარვარ
ნუღარ მესიზმრები...

თვალებით, ხალებით,
თითებით ოცნების,
მიყვარხარ იცოდე
და კოცონს კოცნების

სიზმრისთვის გიგზავნი
პრინცესას ზმანების,
ლურჯტუჩა ავაზა
მარად მეყვარები...

და წმიდა ამბორებს 
გულისას მივხვდები,
მაგრად ჩამეხუტე
თუკი მესიზმრები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი