0 107

ჩვენ ირმებივით გადავიარეთ


ჩვენ ირმებივით გადავიარეთ, ეს გზები, თეთრი და უმიდამო...
და გზების მიღმა გადაგვეშალა, ლურჯი ტყე, წყნარი და უხიფათო....

სადაც დღეები ქსოვდნენ იისფერს და გაზაფხულის ოცნება ენთო...
სადაც დღეები არ სწამდათ ხეებს და არ ეძინათ ველებს უჩვენოდ...

ჩვენ ზეცისაკენ აღვაპყრეთ მზერა და ცას უამბეთ ოცნება ჩვენი...
შემდეგ კი გზები დავტოვეთ ძველი და ფრენა-ფრენით შევცურდით ტყეში...

ჩვენ ირმებივით გადავიარეთ, ეს გზები, თეთრი და უმიდამო...
და გზების მიღმა გადაგვეშალა, ლურჯი ტყრ, წყნარი და უხიფათო....
კომენტარები (0)