უძილობა


ისევ მიმატოვეს
ძილის აჩრდილებმა,
უკვე მერამდენედ...
თვალთ არ მეკარება.
ღამე უკონტექსტო
გახდა, მოსაწყენი...
შენთვის წერილი მაქვს
მგონი, მოსაწერი.
ფიქრიც მეზარება,
რაღაც მედარდება,
გული მექავება,
სული მექადნება.
ისევ მიმატოვეს
ძილის აჩრდილებმა,
ისევ მოუთმენლად
ველი, გათენებას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი