მე, შენ და ღამე.


დაღამდა. 
ჩამოეკიდა ცაზე ლამპარი,
და აკიაფდა, სათითაოდ, ყველა ვარსკვლავი.
დაღამდა.
ისევ მომაწვა შენზე ფიქრები,
ალბათ, ხვალ ისევ ასე ვიქნები.
დაღამდა.
ღამის ტალღებში გადავიკარგე,
და, იმ ძველ გოგონად გარდავისახე.
დაღამდა.
მოგონებების ცეცხლმა გამათბო,
და, მომავალზე ფიქრმა გამართო.
დაღამდა.
აპრილის წვიმა ასველებს ფანჯრებს,
და, ცელქი სიო მიქარვებს დარდებს.
დაღამდა.
მე კიდევ აქა ვარ,
შენ...შენ, ისევ არ ჩანხარ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი