0 32

იყო და არა იყო რა


იყო და არა იყო რა

მე ვიყავი მხედარი მოხეტიალე, დროის არ მქონდა რიდი,
მქონდა ოცნება სხივებ ღარიბი, ცივი და ფლიდი,
წლები წუთებად გავლიე, გულიდან გულებს ვშლიდი,
ღვინით გაჟღენთილ ღამეებს უბრალო საფარველს ვხდიდი.

ვზრდი ყვავილებს ბრმებისთვის, ძალას რა ფუჭად ვყრიდი,
იყო დღეებიც საინტერესო, დღეები არც ისე მშვიდი, 
ვიდექი მუდამ სხვა გზაზე, ბორცვი მეგონა მწვერვალი დიდი,
შენც დარდო ჩემო როგორ მებრძოდი, წელში მაინც ვერ მხრიდი.

ვღვრიდი ოფლს, ცრემლს და სისხლს, გულს ილუზიით ვღლიდი,
როლის გარეშე რომ დავჩი, უბრალო ქვისგან კერპეპსაც ვთლიდი, 
არ არსებობდა მაშინ მიწიდან ცამდე ჩემთვის მშვიდობის ხიდი,
მხოლოდ ქარები დაჰქროდნენ და დამძახოდნენ მიდი და მიდი.

ხოდა მივედი სადაც მინდოდა, იქ კი სხვა დამხვდა ამინდი,
არც მზე იყო და არც მთვარე, თან მაღლაც ვეღარ ავფრინდი, 
მივხვდი მომწამლეს ფიქრებმა, მივხვდი შორს იყო ნათელი,
თუმცა ჯერ კიდევ ანთია ჩემი ცხოვრების საზომი სანთელი.
p.s
იყო და არა იყო რა, რაც იყო საჩჭირო იყო,
შავი თეთრისგან დღეს უკვე ვფიქრობ სამუდამოდ გაიყო.,
ი.ო
კომენტარები (0)