ძაძები


სიზმრებმა დამღალეს...
როგორც ლოთებმა,
არყის ბოლო ბოთლივით
დამცალეს...
...ნეტავ,
შენ, სადღა დაგმალე?
იქ მაინც
დამათვრე.
ან, შენს თბილს საწოლზე,
ან თუნდაც, შენს მკერდზე,
დამმარხე...
...შენი მზერა ჰგავს
სიკვდილის ნაჩუქარ
შავ ძაძებს...
რა ვუყო,
ბაგეებს,
ამდენი სათქმელის დამტევთ?
რა ვუყო,
ამდენ
მკვდარ სათქმელს?
მინდა,
დავძრა სიტყვა,
თუმცა, შენი გამოხედვა
ჰგავს
სიკვდილის ნაჩუქარ
შავ სამარეს.


22 აპრილი, 2024წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი