ემიგრანტებს


ხშირად ტოვებენ საქართველოს, ბევრი მიზეზით
როგორც  ჩიტები დატოვებენ ზამთრით ბუდეებს...
ვითხოვ ემიგრანტს გასაქანი აქვე მიეცით,
ნუ დაუწესებთ გადასალახ ათას ზღუდეებს.

ზოგი გაზაფხულს, ზოგიც ზაფხულს, ზოგიც ზამთარში
ტოვებენ რადგან აღარა აქვთ გამოსავალი.
რამდენი შვილი ვერ გაზრდილა მშობლის კალთაში,
და რამდენს დარჩა ვერნახულად შთამომვალი…

წამოიძახებს ასე ხშირად მონატრებისგან
ნახეთთ თუ როგორ გაზრდილაო- შვილია ჩემი.
აქვს, და არც ელის ამას ბევრისგან,
ის ვინც იქნება სიბერისას ნუგეშისმცემი…

ძველი ქუჩები, ის ჰაერი, სურნელი მიწის
მოგონებებში ბუნდოვნად რომ შემორჩენიათ.
ახლა რას გრძნობენ ჩემო კარგო არავინ იცის,
მათთვის სამშობლო ყველა გრძნობის გადამრჩენია.

ზამთრით ბუდეებს ამინდისთვის ტოვებს ჩიტები
მინდოდა თქვენთვის ზამთარიც კი სითბოდ მექცია.
თქვენი მშველელი საბოლოოდ თვითონ ვიქნები,
ჯერჯერობით ამ ბუდიდან მხოლოდ ლექსია.

მალე კი როცა საქართველოს სუნს შეისუნთქვათ
რომ ჩაგესმებათ როგორ რეკავს გუმბათს ზარები.
საქართველოზე დასაწუნი აბა ვის უთქვამს?
დღემდე მე ამის სიამაყით დავიარები.

თქვენ დაბრუნებით, მოქმედება არჩიეთ დუმილს
მოანტრებული ოჯახი რომ სახლში დაგხვდება.
და დაწიყება სიყვარულით ავსება გულის,
რომ მალე თქვენს სულ საქართველო ჩაუსახლდება.

ვითხოვ ემიგრანტს გასაქანი აქვე მიეცით
ნუ დაუწესებთ გადასალახ ათას ზღუდეებს.
ხშირად ტოვებენ საქართველოს ბევრი მიზეზით,
როგორც  ჩიტები დატოვებენ ზამთრით ბუდეებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი