საქართველოში ყოფილხარ, მაგრამ...


თქვენ ერთხელ მაინც თუ ყოფილხართ საქართველოში?
კავკასიონი, გომბორის და ლიხის ქედია.
თუ ერთხელ მაინც არ ყოფილხარ დიდ რთველობაზე,
კახური ღვინო, ის სისხლივით არ გიგემია.

შენ თუ არ გინახავს შავი არაგვი და
გვერდით არ გინახავს მავიდი არახვეთი.
დაღლილ-დაქანცული გერგეტს მიმავალი
ღრუბლებს არ გასცდი და ღმერთთან არ ახვედი,

შენ თუ არ გინახავს დღემდე ნიკორწმიმდა
ან არ შეგიგრძვნია დოლი და სიმები,
ნუთუ არ გინახავთ გზაზე მიმავალი
ქვად დანგრეული ეკლესიები?

თუ აჭარაში არ ყოფილხარ, ზღვა არ იგემე
და კინტრიშიდან ჯერ კალმახი არ აგიღია.
თუ იმერული ხაჭაპური არ გაგისინჯავს,
ხინკალი ხელით თუ არასდროს გადაგიღია.

ხედავთ რამხელაა ჩემი საქართველო?
ლექსებში ვერ ვატევ, სიტყვებით ვერ ვამბობ.
ვერასდროს, ვერასდროს მოვრჩები საუბარს
საქართველოზე თუ ოდეს გიამბობთ.

ნუთუ სვანეთი არ გინახავს, ციხე-კოშკები.
ქართველი მაგრამ განსხვავდება ალბათ გუნება,
ანდა სიღნაღი, სიყვარულით სავსე ქალაქი
არა რა! სხვაგან მე ასეთი არ მეგულება!

და თუ ძარღვებში სისხლმა ქართულმა,
გული შუაზე არ გადახია!
„საქართველოში ყოფილხარ, მაგრამ
შენ საქართველო არ გინახია!“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი