ბუნებასთან შენი სინთეზი


ხის ძირას სიო ვარდის სურნელს გირევდა თმებში,
რა ლამაზია ბუნებისთან შენი სინთეზი.
მე ისე მიჭირს უშენობა დავბადო ჩემში,
ვით ფოთოლს უჭირს უსინათლოდ ფოტოსინთზი.

ნეტავ მქონოდა ერთი ფუნჯი, საღბავებით.
მიმართულ ქარის, ტოტებივით გადარხეულში.
მაგრამ ვაი რომ პლანეტაზე ისე გავებით
ვით ვერნათქვამი სიტყავებია უცხოს სხეულში.

დგახარ ალვის ხე ბუნებაში, სიყვარულს იხდი...
გამვლელებს აცვამ, მაინც რამდენს შემოაკლდება.
თვალების ხამხამს დავაკვირდი შენსას და მივხვდი,
დედამიწაზე ასე ხშირად რატომ ღამდება.

ცრემლებს რამხელა გზა ჰქონიათ გადმოვარდნამე,
ხშირად თვალები ყველა სიტყვის არის მხილება.
სანამ გუგები წყლიანია,  გავქრეთ მანამდე,
წავიდეთ სადაც აღარვინ შეგვეცილება...

ადრე თუ გვიან ყველაფერი, წარსულ ბარდება
ყველას ტკივილი საბოლოოდ ერთმანეთს ხლართავს.
ჩემს თავზე ვიღებ, გადმომეცი ყველა ბრალდება
ოღონდ ვუშველო შენს თვალებში დადგომილ ზამთარს.

შენი თვალები ჩემს გონებას ისევე მართავს,
ვით უხმოდ, დედის მინიშნება პატარა ბავშვებს.
შენი თითები, შეხებისას ჩემს სულს რომ ხლართავს,
მაგრამ ვერასდროს, გულის გარდა ვერავინ ამჩნევს

ცას რომ ავხედე ტირილისას ასე მგონია,
რომ ცისარტყლება სინთეზია ცრემლის და სხივის...
მივხვდი შენს თვალებს ამინდისთვის აზრი ჰქონია,
მხოლოდ ღრუბელი რომ არ არის მიზეზი წვიმის.

მოვალ შენამდე, მანამდე კი ალაბთ დავიცდი,
რადგან ეგ სუნთქვა ყვავილების სურნელს ინახავს
გუგებში გიდგას წვიმიანი მარტის ამინდი
მე გაზაფხული ჯერ ასეთი არსად მინახავს

რა შორს ხარ მაგრამ რა ახლოს ხარ თვითონვე ვხედავ
ჩემივე გრძნობას საბოლოოდ მტრად რომ ვექეცი
რამდენი რამ გაქვს მაგ თვალებში, სიტყვამ რომ ვერ თქვა,
ამიტომ სხეულს სიტყვებივით გამოვექეცი....

მე ისე მიჭირს უშენობა დავბადო ჩემში
ვით ფოთოლს უჭირს უსინათლოდ ფოტოსინთზი.
ხის ძირას, სიო ვარდის სურნელს გირევდა თმებში,
რა ლამაზია ბუნებისთან შენი სინთეზი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი