0 89

ტრივიალური


ღამეს გამოეჭრა უცებ სასოება
წვიმამ დაუნდობლად ჩაუქროლა მიწებს
უცბად სადღაც გაქრა მძიმე ელეგია
ღამით დაწოლისას აღარ ვხურავ კარებს

ნათელ ფოთლებიდან კრთოდა მზის სხივები
ზღვაც კი აიმღვრა და მაშინ გახდა წმინდა
დამინამა წვიმამ მაღლა ცის მინდვრები 
ვგრძნობ რომ გაღვიძება უკვე აღარ მინდა

წვიმით ამოჭედილ დიდ ღრუბლების თავზე
ზეცის ანგელოზნი უფალს უგალობდნენ
ღმერთი ბრძანდებოდა თავის ოქრო ტახტზე
და ანგელოზები ხალხზე საუბრობდნენ

ცამ-ცას გადასძახა,მთამ კლდეს დაუძახა
წყალმდა წყალს უამბო დიადი ამბები
ციდან ანგელოზნი ზეცად მიგვიხმობენ
აი მათ გაგვიღეს სამოთხის კარები

მხეცი უფრსკულში კი ამსხვრევს ცეცხლის ჯაჭვებს
სურს რომ ღვთის ძე აცვას ჯვარზე კვლავ  თავიდან
ერთხელ განიდევნე ჩვენი სულებიდან
მწარე მარცხის განცდა მეორედაც გინდა?

ცამ-ცას გადასძახა,მთამ კლდეს დაუძახა
წყალმა წყალს უამბო დიადი ამბები
ციდან ანგელოზნი,ზეცად მიგვიხმობენ
სურთ რომ კვლავ გაგვიღონ სამოთხის კარები.
კომენტარები (0)