გამიგებ, მარტო?!


აქ, ჩვენს ბაღებში ბევრი ქალია,
ვითარცა სწვავთ მათ სურნელი ვარდის,
თუმც ეს სურნელი არვის სწადია,
რადგან ის მხოლოდ შენს ბაღში გადის.

აქ ბევრი ვაჟი მოიყვანს სატრფოს,
აქ არაერთი გაჩნდება ვნება,
მაგრამ ის გრძნობა სულ სხვაა, კარგო,
უნუგეშობის ბაღში რომ დნება.

როცა ენთები მთვარესთან ერთად
და განთიადთან მე მტოვებ მარტოს,
სხვას ვის ავუხსნა, როგორ მიყვარხარ,
აპრილებს? მაისს? გამიგებ, მარტო?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი