ძვირფასო ქალო


როგორ  არ  მინდა,  წახვიდე  ჩემგან, 
ჩემო  ძვირფასო,  ლამაზო  ქალო,
რამდენიც  გინდა  მიძღვენი  სევდა,
ჩემს  სიყვარულს  კი  არ  დაემალო. 

კვლავაც   ვემდური  უშენოდ  დღეებს,
ჯერაც  არ  მჯერა  გამოდარების,
მუდამ  ცარიელ,  უსხივო  მზეებს
გადაჰყვა  დარდი  შენი  თვალების.

მომელანდები  შემოდგომისფრად,
ძირში  დაცვენილ  ფოთოლთა  წყებად,
მაგრამ  არ  გავხდი  ამ  ჩვენს  სიყვარულს 
მომაკვდავად  და  დასავიწყებლად.
	
ძლიერ  არ  მინდა,  წახვიდე  ჩემგან,
გიშრისთვალებავ,  ლამაზო  ქალო,
რამდენიც  გინდა მიძღვენი  სევდა,
ჩემს სიყვარულს კი არ დაემალო ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი