* * *


ჩვენ მარად  გვედგა ირმების რქები
და დოსტოევსკის გმირების მსგავსად,
დავქროდით ყველგან - მინდვრებში, მთებში,
ზოგჯერ სიზმრებშიც, ზოგჯერ კი არსად.
და თავისუფალ მოკვდავთა შორის
ჩვენ გვქონდა სულ სხვა ფიქრი და ძრწოლა,
აი, მე მახსოვს რუხი მინდორი,
ღამე, ზეცა და მთვარის ქვეშ წოლა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი