0 261

ბევრი ლექსი დამიგროვდა


ბევრი ლექსი დამიგროვდა,
ჯერაც დაუსტამბავი -
ცოტა კარგი,
ცოტა ცუდი,
ცოტა უცხო ამბავი.
ფიქრს არ ვაძლევ მოსვენებას
და გვერდში მყავს მხარდამხარ.
მე ლექსები ამაშენებს,
მე ლექსები დამმარხავს.
ფიქრი - ჩემი სატევარი,
და ლექსი - სალამური,
მივქრი, როგორც მტრედი ცაში,
როგორც წყალში ამური.
ბევრი ლექსი დამიგროვდა,
ჯერაც დაუსტამბავი -
ცოტა კარგი,
ცოტა ცუდი,
ცოტა უცხო ამბავი....
კომენტარები (0)