როგორ მიყვარდი...

ჩემში შემორჩა შენი სურნელი,
გახსოვს, რა ურცხვად გაჩუქე ვარდი?
ო, ახლაც ვიტყვი განუკურნელი :
როგორ მიყვარდი... როგორ მიყვარდი...

ნეტავი, რასა ფიქრობდა გული,
შენს ოცნებებში რომ გადავარდი.
მე ახლაც ვიტყვი გაგიჟებული :
როგორ მიყვარდი... როგორ მიყვარდი...

თურმე მაისებს ვუამბე მაშინ,
შენ ასე გულში რომ ჩამივარდი,
და ახლაც ვეტყვი, ჯერ კიდევ ბავშვი,
როგორ მიყვარდი... როგორ მიყვარდი...