ნოღას

ხშირად, როდესაც მე მახსენდება
​ჩემი ნოღა და ჩემი სოფელი,
​ნოსტალგიური შეალერსება
და სიყვარული სოფლადმყოფელი.
​მე გულს მინათებს ჩვენი აკაკი
​და სილაჟვარდე, მოხუცი მთათა,
​და ზოგჯერ მიკვირს, ასე ძლიერად
​რად შემიყვარდი, სოფელო, რათა ?!
​და ძლიერ მინდა, რომ შენს მიწაზე
​ხმაურიანად ცხენი ვაჭენო, 
​და სანამ ვხარობ დედამიწაზე,
​შენზე მე ხოტბა არ შევაჩერო.
​რადგანაც მეთქმის დღეს უკვე რითმა
​და მაქვს სახელი, როგორც პოეტის, 
​მე შენზე ვიტყვი ვაჟკაცურ მითქმას,
​რასაც სოფელი მუდამ მოელის.
ოღონდაც ერთი მე შენთან მინდა,
​მომცე პირობა, სწორედ საჩვენო,
​რომ ჩვენი წყალი, - ხევისწყლის წმინდა
​შენ არასოდეს არ შეაჩერო ....