თვალნი დიდრონი


თვალნი დიდრონი, თვალნი ელვარე,
ეფემერული სინაზე შველის…
კვნესის ჩემს გულში გრძნობა მღელვარე,
ლექსად ვიღვრები, მაგრამ ვერ მშველის.

ანგრევს გრიგალი დათოვლილ ვერხვებს,
ბატონობს ტანჯვა, სულის გოდება,
თვით ტანტალოსიც ნაყოფს ხელს ვერ ჰხვევს,
ეჰ, ჩვენს სიყვარულს რა ელოდება?!
                                       
                                                    2024 წლის 31 იანვარი
2 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer2 თვის წინ

ბრავო👏ძალიან ემოციურთან ერთად უტექნიკურესი ლექსია. იმედი არ დაკარგო

Lilith 2 თვის წინ

რეიტინგში შემხვდა და ძალიან მომეწონა, მართლაც ემოციური და დახვეწილი ლექსია უბრალოდ თუ არ გეწყინება ერთ რჩევას მოგცემ, აშკარად გამოგდის წერა და ნუ ამოკლებ. აზრი ბოლომდე ჩაშალე და დაასრულე. არ არის აუცილებელი ყველა ტაეპი ძლიერი იყოს, პირიქით გარდამავალი ტაეპებიც აიღე, რომ ყოველი მომდევნო იდეისთვის შეგვამზადოს, თორემ ცოტა ერთიანობის შეგრძნება ირღვევა.

P.S. მართლაც ძალიან კარგია და სხვებიც ატვირთე თუ გაქვს.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი