კვლავ მონატრება


როგორც პატიმრის თვალს ანუგეშებს 
თეთრი მტრედები წითელ-ფეხება,
მეც ისე გნატრობ და მელანდება 
შენი თითების ყურთან შეხება.

მოსთქვამენ დღენი ისე გადიან,
უერთმანეთოდ როცა გვხედავენ,
სევდა, ტკივილი და მწუხარება
სამივე შენს თავს შემომედავნენ.

                                                2024 წლის 10 მარტი
2 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer2 თვის წინ

ძალიან მაგარი და პოეტურია ბრავო👏

გარჩაპროგრამისტი1 თვის წინ

👏👏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი