19 აპრილი


ჩემი ჩუმი ოცნება, ვარდისფერი გრძნობები,
ერთ ღამეში დაიმსხვრა, სევდად გარდაისახა,
მუდამ შენ მეყვარები, მარად შენ მეხსომები, 
ჩემო ცისფერთვალებავ, ჩემო ალმასისსახავ!

სიკვდილი რომ მეწვევა თავის სიმახინჯებით,
საფლავზე ქვას დამიდგამთ, დადუმდება კლარნეტი,
თარიღს ნუღარ ჩახედავთ, ფუჭად ნუ გაირჯებით, 
დააწერეთ სისხლისფრად მას აპრილის ცხრამეტი.

                                                                                            2024 წლის 23 აპრილი
1 კომენტარი
Nikoloz Abuladze Web Developer1 კვირის წინ

🥺👏👏

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი