კობა ცხაკაია - პროზა, დრამატურგია

აქა, ისტორია იმისა თუ როგორ გავხდი - მსახიობი, რეჟისორი და როგორ ვერ გავძელი, აზრების, შთაბეჭდილებების და ფანტაზიების ფურცელზე გადმოტნის გარეშე. დავიბადე, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში... მაროკოში, უჯდაში. საკმაოდ ხმაურიან ინდუსტრიულ ქალაქში... თუმცა იქ არ მომეწონა და საბოლოოდ მოვხვდი საქართველოში, ჩემი წინაპრების სამშობლოში, სადაც ძალიან მომინდა განათლების მიღება. ქართულის არმცოდნეს ჯერ ძალიან გამიჭირდა, თუმცა მერე სისხლის ყივილმა თავისი ქნა და ჯერ დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი (ანზორ ქუთათელაძისა და თამაზ მესხის შემოქმედებთი სახელოსნო)... შემდეგ დრამატურგიის კურსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ვ.სიხარულიძის შემოქმედებთი სახელოსნო)... ბოლოს კი დავამთავრე რუსეთის საერთაშორისო კინო ინსტიტუტი VGIK (ვ. ნაუმოვის შემოქმედებთი სახელოსნო). პირველი მოთხრობა, ვგიკის (VGIK) ჟურნალში დამიბეჭდეს. მერე კი იყო საოცარი ხანა - ცისკარი, მნათობი, არილი, ომეგა, ჩვენი მწერლობა, ისინდი, ხელოვნება, კონტინენტი... რომელიც იმედია ღვთის წყალობით შემდგომშიც გაგრძელდება!!! ჰოდა ამ ოპტიმისტურ განწყობაზე ვწყვეტ ჩემი ბიოგრაფიის თხრობას და ვუბრუნდები ერთი საინტერესო ამბის აღწერას... ბ ე დ ნ ი ე რ ა დ.