0 535

ვალი უფლისა


მიწაზე ვწერ და ცაში ვათეთრებ,
მაგრამ სულ თოვლად მაცრის უფალი.
რა წაგაკითხოთ: ძმებს და ქალღმერთებს,
ვით შემოგკადროთ ეს ნასუფრალი...
ლექსიც ქალივით აქეთ-იქეთობს,
თუ დაიგულა გული ვნებული;
სული როგორღა ამოვითეთრო _
ბოღმა-ბალღამში ამოვლებული!..
მორჩა! _ აწ ლექსს არ გაგაცრევინებ
და არც კირსა გთხოვ, ვით კირითხურო,
ოღონდაც, ერთხელ მეც მათქმევინე:
რომ აქ ვწერ, მაგრამ... ცაში ვკითხულობ!..

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

კომენტარები (0)