თრობა

მე ეხლა შევსვამ ლექსს და ხმაურით,
შევეხიზნები მაგ შენს სამყაროს...
შენ როგორც ღვინო ალადასტური
შემომეხვევი სულზე საამოდ,
ვნება ალებად აიხლართება,
აიფაფრება გზნება ფარული,
მოვა წამება როგორც ზმანება,
როგორც სიკვდილი და სიყვარული.