მაშასადამე


რაღა დროს ბოღმა და
შფოთია,
უკვე ვერსად გადავშენდებით, 
იქნებ უფრო მეტად გიყვარდე,
ვიდრე სულ მთლად
გაგითეთრდები...
დავლევ და... ისევ ამბობ, 
- "ლოთია!"
მიბრძანებ? - მთვრალი ვარ და 
გნებდები...
არ იმჩნევ, მაგრამ განა ვერ ხვდები, 
- შენ და მე ღვინოსავით 
ვძველდებით...
ერთ დღესაც გულს გატკენ, 
თან - როგორ!
დარდად, ცრემლად 
აგიფეთქდები...
იცოდე, დროა - მეტად გიყვარდე... 
მაშასადამე...
ვბერდებით!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი