კარს ხმაურით რომ...


კარს ხმაურით რომ მომიჯრიან
ან თავად მივჯრი,
გამიცოცხლდების ნანახ-გაგონილ...
ვიხორც იარებს...
გამახსენდების რაგვერ დამჭერ,
 დამახალ მიჯრით,
რაგვერ მიყვარდი, 
შენ მაძებარმ სად არ ვიარე...
რარიგად მწამდის, 
ემაგ თოლებს, - მზეჩაბუდებულთ,
სულეთის კართან ზარად, 
მეხად გამიელვებდი...
შენც მასწყინდები სააქაოს... 
იქავ მამიხვალ,
უწინ ნახსომი ბოღმასავით
დამიძველდები!

ლევან ცალუღელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი