ჩემი სიცოცხლის ფასი


რაღაცად ღირდა
ჩემი სიცოცხლე,
რაკი შევძელი
შეყვარება უგონოდ,
უკანმოუხედავად.
მადლობელი ვარ
ჩემი სიცოცხლის -
უკვე დედა ვარ.
რაღაცად ღირდი
ჩემო ცხოვრებავ,
თუმცა მაწვალე,
მაგრამ
ტკივილის მიტევება
მართლაც მასწავლე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი