ლექსიკები(ერთი დღის 7 წამი)


***
წვიმა ყოველთვის
მოდის სწორად - ტეხილი
ქარის ბრალია

***
გასრესილი სოკო შემოჰყვა,
ფეხსაცმლის ლანჩას.
შემოდგომაა.


***
ბავშვი წაიქცა.
წინწკლები შავად ახატია
ჭიამაიას.

***
თავსხმაწვიმაა.
ტროპიკების სუნი ასდის -
სახლისყვავილებს.

***
ხეები ყველას
ცისკენტოტებაპყრობილი
ეგებებიან.

***
ხმელი ფოთოლი
მიწას შრიალით ააცალა
ღამისნიავმა

***
ჩემი მიჯნური
ჯერ არ მისულა სახლში.
ჯერაც ჩემია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი