ჩემ შესახებ


ასეთი გავჩნდი -სამოთხეს ვეძებ,
გამუდმებით ვეძებ სამოთხეს,
ვპოულობ კიდეც, როდესაც გული
სიყვარულის ცეცხლით ინთება.
როგორც ბალახი - სუსტი ბალახის
მწვანე ღერო ასფალტს ამოსტეხს,
ბედნიერების ხასხასა ლაქად
ამ რუხ ქალაქშიც გაირინდება.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი