ერთი ოჯახური ჩვეულების შესახებ


ასეა ხოლმე:
მე, შეყვარებულს,
შენს დანახვაზე აღელვებულს,
მავიწყდება, რა მსურდა მეთქვა.
ვერ ვუმკლავდები გულს, -
აჩქარებს, ახშირებს ფეთქვას.
თუმცა ერთად ვართ უკვე წლებია.
გთხოვ, მაპატიო, შინდაბრუნებულს
უსაგნოდ რომ გეკამათები, რადგან...
ხანგრძლივი საუბარი მომნატრებია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი