პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა


პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა
მე კი საჯიჯგნად მომიგდეს პატარა ძვალი ,
ამაზე გულში მაინც გამებრაზება
როგორ დავტოვო თეთრ თოვლზე კვალი,

სიზმარში მწვერვალი კრთოლვით დამეზმანება
თითქოს იქ ვდგავარ , თითქოს ვიღიმი,
პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა
ამაზე გული მწყდება, თანაც ღიღინით,

ამ ფიქრებს ვუგზავნი  მრისხანე ჭაობებს
რადგან ბრაზს ვეღარ ავუალ ღამით ,
და მოსეირნე ლანდისფერ ლექსებს
გულს დავუწყვიტავ ჩემივე დარდით,

მაგრამ თუ ვხედავ გარდაცვლილ დღეებს
და ჩემს წინ აკაკის, მოგონებების ხურჯინს ,
გაქრება თვალიდან სხვისი ხმა, სხვისი ვარამი
თქვენთვის არა ვწერ ,  მე დავწერ ჩემთვის ,

ამოიცნობენ უცხო პოეტის
უცხო იმ რითმებს ,
ჩემს ხელმოწერას ვერ წაშლის,
ვერცერთი ქარი და ვერცერთი წვიმა !
გაიხსენებენ  ლექს -,, სტროფების ზემოდან ფიფქებს’’
და მიხვდებიან , რომ ეს მაწამებს,
და ეს წამება მინდა  ,

რა პატარაა ცხოვრების სიგრძე
თუ კი ოცნებაში  თან მოილხინე ,
მაგრამ ცუდია ტკბილი ნაყოფი
მაცდური ვაშლით თუ მოიხბილე ,

აღარც ალერსი დილით მიხაკებს
რომ ჩამოწვება  თავხედი ბინდი ,
როგორ მიჭირს   აღიარება
ამ პეიზაჟით  რომ  მე შევშინდი ,

და პოეზიამ მომპარა დროის შეგრძნება
ვით პეპლებს საუკუნე სიცოცხლე,
ცაზე კი რეკავს ჩემი ვედრება
რატომ მე და რა მეშველება,

გაბრაზებული ვარ, როგროც მრისხანე ვეფხვი ,
და ცის კიბიდან ვეშვები ,ვით შევარდენი ,
რადგან დავტაცო მუზები მთელს ამ პლანეტას
იმდენი მქონდეს რომ ვერ აწონი ,

სიმდიდრე არის ის სიღარიბე
რის გამოც შეძლებ კვლავაც სიცოცხლეს ,
თუნდაც კედლებით გადაეღობე
ვერ გააჩერებ ზვირთვივით სიმდაბლეს ,

აჰა ,ამოიწურა ჩემი ის ტროფა
ხომ ეს გინდოდა რომ დაგეცალე ,
საპასუხოდ რომ ტირილი მთხოვა
აი იმ ტრფობით  გარდავიცვალე!

პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა
მე კი საჯიჯგნად მომიგდეს პატარა ძვალი ,
ამაზე გულში მაინც გამებრაზება
როგორ დავტოვო თეთრ თოვლზე კვალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი