მზისფერი კაბა

დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი,
ისევ ავაწყობ ოცნებების სევდისფერ არფას,
მიმოიბნევა სიჩუმეში სოლო ნოტები
მზისფერს გავიხდი და ჩავიცვამ ნაცრისფერ კაბას.
გადახვეწილი ვარსკვლავების ღამეს გავცქერი,
როდის მექნება ჩემი წილი ზეცის ნაჭერი
შენ ხე დარგეო, შვილი გყავდეს, სახლი აშენე
კაცი გერქმევა შენი ჯიში თუ მოაშენე.
მე კი ქალი ვარ, უმწეოს და პეპელას ვგავარ,
ვხარობ თუ ვდარდობ მუდამ ცრემლი თვალებში მზად მაქვს,
მაგრამ შენ ბედო რომ მიყურებ ვერ მხედავ კარგად,
ნაკადულები ნაზამთრალი, ძარღვებით დამაქვს.
კლდეს მივდგომივარ, მე ამ კლდისგან სახლს ავაშენებ
სახლის ეზოში ბევრ ხეს დავრგავ, ბაღს გავაშენებ
ჩემ შვილს გამოვზრდი, გულს ვაჩუქებ, კაცს დავაყენებ
კაბას ჩავიცვამ ისევ ფერადს, დღეს ავამღერებ!