0 55

ძველი დარდები


ლარნაკში  ჩავაწყე  ძველი    დარდები, გამხმარ  თივასავით  გამომშრალი,  ისე  გულსაკლავად  მიყურებენ,  როგორც  ძველი  ქოხი,  „სიმინდის  კუნძულის“  და  ლაფში  დათხვრილი  პატარა  თოჯინა.  ატირდნენ  განცდები,  ახლა  მე  ვიქეცი  მათ  ფიქრად, არა  და,  რამდენი  მატირეს  წარსული  დარდები  ყველაფერს  მხიარულს,  სიხარულს  მპარავდა.  მსურს,  შური ვიძიო,  ვატირო  წარსული,  ლარნაკში  ჩავამხო,  ან  დავდგა  ზვინები  გამხმარ  განცდების,  ძირამდე  მოცელილი  დარდების  თივები. ისე  გულსაკლავად  მიყურებენ  ლარნაკში  ჩამარხული  ძველი  დღის  დარდები,  რომ  ძლიერ  ეცოდებათ  ლაფში  დათხვრილი  პატარა  თოჯინა.  ნაგლეჯი  მიწის  ვარამი  და  ფიქრები  თან  მდევს  ძველი  დარდები  აღსარებას  იტყვიან  რამდენს.
კომენტარები (0)