ყველაფერი უნდა მომესწრო...


ყვავილების ბაღი და ლამაზი ეზო მქონდა გასავლელი. პატარა წალკოტს რომ მივუახლოვდი ,სპეციალურად, ნაბიჯები შევანელე.მინდოდა,ყველა ყვავილი ახლოდან დამეთვალიერებინა,ხელი შემევლო,ფოტოც გადამეღო... თუ რამ ყვავილზე მიოცნებია - ყველაფერი აქ იდგა,აქ ყვაოდა, აქ ხარობდა.... ამასობაში კი დრო იწურებოდა. სწაფად უნდა მომესწრო ყველაფერი... საჭმელი შემეჭამა და მალევე გამოვბრუნებულიყავი. 
ისევ ეს ლამაზი ეზო უნდა გამერბინა, ყვავილების ბაღი. მუდამ ვაყოვნებდი და მაგვიანდებოდა. სულ მაგვიანდებოდა... ზოგჯერ ადრეც მიწევდა გამოსვლა. ერთისიტყვით, ხან ადრე იყო და ხან გვიან. დრო მჭირდა. ზუსტი დრო მჭირდებოდა, მე კი "დრო" მეჯავრებოდა, აი, „ყველაფრის დრო “ მძულდა რაღაცნაირად. თავისუფალი დრო მიყვარდა მხოლოდ. ზუსტად თავისუფალ დროს ვათვალიარებდი ბაღნარს. თითქოს თავისუფალი დრო შთანთქავდა “ყველაფრის დროს„ და ამავდროულად, მხოლოდ თავისუფალი დრო მახსენებდა “ზუსტ დროს„ რაღაც ღწვისა და შრომის დროს. შრომა აქ ნიჭის სინონიმია! შრომისუნარიანობა სიჯიელეს და ახალგაზრდობას ნიშნავს. ამ ადგილას სიბერე არ არის სიბერე და არც ახალგაზრდობა არ არის ახალგაზრდობა. აქ მხოლოდ ნიჭია. ყველაფერი ნიჭია: შრომაც, სიკეთეც, გარჯაც, ღმერთის სიყვარულიც, მოყვასის სიყვარულიც და ნიჭიც ხომ თავისთავად ნიჭია.
ყვავილების თვალიერებაში ისე გავერთე, რომ აღარ მახსოვდა რა დრო იყო. ტელეფონს დავუწყე ძებნა, ჯიბისაკენ წავიღე ხელი. ტელეფონს რაღაც ნივთიც ამოჰყვა, მკვრივი და მბზინავი. ხელისგულზე  ბეწედი 
 ბზინავდა. ბეჭედი სწრაფად შევახვიე ქაღალდში და ისევ ჯიბეში შევინახე. ტელეფონს დავხედე, დრო მაინტერესებდა. დამგვიანებოდა.

08. 06. 2018 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი