0 25

მონანულის პურის ნამცეცები


აღსარებისთვის ემზადებოდნენ. უამრავ ადამიანთა ჯგრო იდგა ტაძართან. მუჭები პურის მარცვლებით ჰქონდათ სავსე, ბეღურების სამხარს ჰგავდა ნამცეცებით სავსე ხელები.
-- მომიპარავს, გამიძარცვავს, ძალაც გამომიყენებია სასურველის დასამორჩილებლად, უზომოდ მისვამს და გავლეშილვარ, ნარკოტიკები მკვებავდნენ და გაბრუებულს თავი სამოთხეში მეგონა. არაფრად მიმაჩნდა პატივისცემა მშობლისა და თანაგრძნობა მოყვასისა. გაჩუმდა მოაღსარებე კაცი, რადგან მისკენ მისივე მსგავსი უამრავი მოიჩქაროდა და ცოტა შეშინდა. შეაძრწუნა საკუთარმა თავმა, მაგრამ მათი უფრო შეეშინდა, მისკენ რომ მოემართებოდნენ და ატირდა მონანული.
-- მადლი თუ გიქნია ცხოვრებაში? ზეციდან მოისმა ხმა შემკითხველი. გაჩუმდა მონანული, წარსულის ატალახებულ გზებზე თავის გაწეულ სიკეთის ნაპერწკალს ეძებდა.
-- კი. შებრალება და ფიქრი ვისწავლე, სიყვარულიც ვისწავლე. მიყვარს, ძალიან მიყვარს. აქოშინებულივით წარმოსთქვამდა მოაღსარებე.
-- მადლი დამისახელე,-- ხმა გრგვინვასავით ჩამოვიდა ზეციდან. ვინ გებრალება, ვინ გიყვარს, ვინც შენვე გატანჯე და წაართვი სიყვარული? მისი სიყვარულიც 
და შებრალებაც ცოდვებს მიათვალა უფალმა. ხმას ვეღარ იღებდა მონანული. ცეროდენა გოგონა გაახსენდა უნებურად, რომლის სიყვარულიც ამ წუთას ცოდვებში ჩაუთვალა უფალმა.
-- მადლი დამისახელე, ზეცას აპობდა ხმა აზვირთებბული უფლისა. დუმდა დაჩოქილი მოაღსარებე.
პურის ნამცეცებს გამალებით კენკავდნენ ბეღურები.


12.02. 2013 წ.
კომენტარები (0)