მოგენატრები, ისევ ძალიან მოგენატრები ..


მოგენატრები, ისევ ძალიან მოგენატრები,
და დაგაჩოქებს სიყვარულის ძლიერი გრძნობა, 
გული დაგწყდება ამ ყველაფერზე,
თუ როგორ ფლანგე შენ შენი ყრმობა.
გაგახსენდება გოგო, თავი რომ შეაყვარე,
და მიატოვე უსარგებლო რაღაც ნივთივით, 
და არც გიკითხავს როგორ იყო და როგორ ძლებდა
უღამდებოდა მუდამ ღამე საწყალს ტირილით.
შენც შეგაწუხებს სინდისი ალბათ, 
დავგვიანებით, მაგრამ ხომ შეგაწუხებს, 
ვეღარ უშველი გაქცევით შენ ამ ყველაფერს,
თავს ვერ დააღწევ ბედის მარწუხებს...
დაგენანება უაზრო წლები,
მის გარეშე რაც გიტარებია, 
და შენც ისევე დაიტანჯები,
როგორც ის გოგო გიწამებია..
ან რას ერჩოდი საერთოდ საწყალს? 
ხომ არ უნდოდა შენთან ყოფნა მას სულ თავიდან,
მაგრამ იბრძოლე რომ ყვარებოდი,
და მიატოვე იმავ წამიდან...
შენც შეგაწუხებს გრძნობები მალე,
და გეტკინება იქ რომ აღარ ხარ,
მაგრამ იცოდე თუ როგორია,
მეც რომ მტკიოდა გული ხანდახან....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი