გვირილა


უყვარს თუ არ უყვარს,რა იცის გვირილამ?
ნეტავ ვინ აჰკიდა ეს ტვირთი ამ ყვავილს?
გული დარდისაგან მიწას მიაბარა,
სული გააყოლა ფოთლებს მიმოფანტულს.
მზის ნაქარგ თეთრ კაბას მისტირის გვირილა
და სევდად ეღვრება წამწამზე ცრემლები,
ო,როგორ აშინებს ამ მზისფერთვალებას,
ტრფობით ანთებული ქალ-ვაჟის ხელები.
უყვარს თუ არ უყვარს,არ იცის გვირილამ,
მის ფოთლებს არასდროს შევახოთ ხელები!
ქარს ნუ გავაყოლებთ მზის ნაქარგ თეთრ კაბას,
სიცოცხლე ვაჩუქოთ,შევაშროთ ცრემლები!
უყვარს თუ არ უყვარს,რა იცის გვირილამ?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი